გამარჯობა! მე ვარ მარიამი, დაწყებითი საფეხურის მომავალი მასწავლებელი, რომელსაც აქვს ბავშვებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ვარ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამამთავრებელი. ვმუშაობ I-IV კლასის მოსწავლეებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მათ აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ჩემი გაკვეთილები არის საინტერესო, ინტერაქტიული და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული. სწავლების პროცესში ვიყენებ თანამედროვე მეთოდებს, თამაშებს, ვიზუალურ რესურსებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რათა მოსწავლემ ცოდნა მარტივად და ხალისით აითვისოს. რას ვთავაზობ მოსწავლეებს? * ქართული ენისა და ლიტერატურის გაძლიერება; * მათემატიკის სწავლება და ცოდნის განმტკიცება; * საშინაო დავალებების შესრულებაში დახმარება; * წერის, კითხვისა და მეტყველების უნარების განვითარება; * ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან. გაკვეთილის ფორმატი * ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფური მეცადინეობები; * ონლაინ და ოფლაინ გაკვეთილები; * ასაკისა და საჭიროებების შესაბამისი სასწავლო მასალა. რას მიაღწევს მოსწავლე? * სასკოლო პროგრამის უკეთ ათვისებას; * აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას; * დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებას; * თავდაჯერებულობის გაზრდას; * საგნებისადმი ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებას. ჩემი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ სწავლა აღიქვას არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც საინტერესო და სასიამოვნო პროცესი. 📍 სამუშაო ადგილი: თბილისი 💻 ფორმატი: ონლაინ / ოფლაინ 👩🏫 სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I–IVკლასი)



