← უკან დაბრუნება
თეონა ვეკუა

თეონა ვეკუა

ქართული ენა და ლიტერატურა · თბილისი

პირადად
აღწერა

თუ თქვენს შვილს წინა სასწავლო წელს ჰქონდა სირთულეები კითხვისა და წერის მიმართულებით, ან უბრალოდ გსურთ, რომ მეტი ინტერესით დაუახლოვდეს წიგნებს, წარმოსახვასა და შემოქმედებით აზროვნებას, ჩემი საგანმანათლებლო შეხვედრები სწორედ ამისთვის შეიქმნა. გაკვეთილები გათვლილია როგორც იმ მოსწავლეებზე, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება წაკითხულის გააზრებაში, სწორ წერასა და აზრის გადმოცემაში, ასევე იმ ბავშვებზე, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მხატვრული ლიტერატურის სამყაროსთან დაახლოების, წიგნების სიყვარულისა და კრეატიული უნარების განვითარებისკენ. რას ისწავლის ბავშვი? — კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას — წაკითხულის გააზრებასა და ანალიზს — აზრის გამართულად წერასა და გადმოცემას — ლექსიკური მარაგის გამდიდრებას — შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას — წიგნებთან მეგობრობას. შეხვედრები იქნება თბილი, თავისუფალი და ბავშვებზე მორგებული გარემოში, სადაც სწავლა არ იქნება მხოლოდ ვალდებულება ის გადაიქცევა აღმოჩენად, ფანტაზიად და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენად. ბავშვი არა მხოლოდ დაეწევა პროგრამას, არამედ აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებსაც.

შერჩეული პროფილები

მსგავსი მასწავლებლები

იგივე რეგიონსა და კატეგორიაში დამატებული მასწავლებლები.

ყველას ნახვა →
ირინე დანელია ირინე დანელიაქართული ენა და ლიტერატურათბილისი350₾/თვე მარიამ შენგელია მარიამ შენგელიაინგლისურითბილისი150₾/კურსი მაკა ᲗვალᲭრელიᲫე მაკა ᲗვალᲭრელიᲫექართული ენა და ლიტერატურათბილისიშეთანხმებით სოფო ნადირაძე სოფო ნადირაძედაწყებითი კლასებითბილისიშეთანხმებით თამარ თამარფიზიკათბილისი150₾/თვე