მაქვს 5-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. გთავაზობთ სასაუბრო და ზოგადი ინგლისურის ონლაინ გაკვეთილებს. ჩემი მიდგომა მეცნიერებასა და რეალურ პრაქტიკას ეფუძნება. გარემოებების გამო, ბოლო წლებია ჩემი ყოველდღიური საკომუნიკაციო ენა სწორედ ინგლისურია, ქართულს კი აუცილებლობის შემთხვევაში ვიყენებ. პროფესიული განათლების თვალსაზრისით, გავლილი მაქვს საერთაშორისო TEFL/TESOL-ის 500-საათიანი კურსი, 1-წლიანი ლინგვისტიკის პროგრამა. ბაკალავრი, ევროპისმცოდნეობა. ამასთანავე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია უწყვეტი განვითარება, ამიტომ ყოველ წელს მიზანმიმართულად გავდივარ რამდენიმე დამატებით კურსს პედაგოგიკასა და სხვა მიმართულებებში, რაც მეხმარება, მუდმივად დავხვეწო სწავლების მეთოდოლოგია. ცრუ დაპირებებს არასოდეს ვიძლევი, მაგალითად, როგორიცაა დაპირება, რომ „ინგლისურს 2-3 თვეში შევასწავლი“. ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. ჩემი უმთავრესი მიზანია შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო, სადაც ყოველი შეხვედრა იქნება მხოლოდ კლიენტის საჭიროებებზე მორგებული და მის შესახებ, სადაც მე უფრო ფასილიტატორის როლს შევასრულებ, რომელიც სწორ გზას გიჩვენებთ, რათა თავისუფლად ამეტყველდეთ.





