Moemzade.ge რა არის?
Moemzade.ge არის უფასო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს მასწავლებელი, კურსი ან ტრენერი სხვადასხვა სფეროში — სასკოლო საგნები, ენები, მუსიკა, ცეკვა, ტექნოლოგია, სილამაზე, სპორტი და სხვა.
მასწავლებლის პროფილის დამატება ფასიანია?
არა. პროფილის დამატება Moemzade.ge-ზე უფასოა. მასწავლებელი ავსებს ფორმას, ხოლო პროფილი საიტზე გამოჩნდება ადმინისტრაციის დადასტურების შემდეგ.
როდის გამოჩნდება ჩემი პროფილი საიტზე?
რეგისტრაციის შემდეგ განაცხადი გადადის გადამოწმებაზე. თუ ინფორმაცია სწორად არის შევსებული და არ არღვევს წესებს, პროფილი გამოჩნდება დადასტურების შემდეგ.
როგორ დამიკავშირდებიან მოსწავლეები?
პროფილზე გამოჩნდება შენი ტელეფონის ნომერი და WhatsApp ღილაკი. მომხმარებელი პირდაპირ დაგიკავშირდება — Moemzade.ge არ იღებს მონაწილეობას გაკვეთილის შეთანხმებაში.
Moemzade.ge იღებს საკომისიოს?
არა. ამ ეტაპზე პლატფორმა არ იღებს საკომისიოს. ფასი, დრო, ადგილი და გაკვეთილის პირობები შეთანხმდება უშუალოდ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.
როგორ შევცვალო ან წავშალო ჩემი პროფილი?
პროფილის შეცვლა ან წაშლა შეგიძლია მოითხოვო Facebook გვერდზე შეტყობინებით. მოგვწერე შენი სახელი, პროფილის ლინკი და რა ცვლილება გინდა.
ონლაინ გაკვეთილებიც შეიძლება?
კი. რეგისტრაციისას შეგიძლია აირჩიო „ონლაინ“, „პირადად“ ან „ორივე“. ონლაინ პროფილებისთვის რეგიონი/ქალაქი შეიძლება მონიშნული იყოს როგორც დისტანციური.
მასწავლებლის სანდოობას Moemzade.ge ამოწმებს?
Moemzade.ge ამოწმებს პროფილში მითითებული ინფორმაციის ფორმალურ სისწორეს და შეუფერებელ მასალას არ აქვეყნებს. თუმცა საბოლოო შეთანხმება, გაკვეთილის ხარისხი და პირობები არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.
კითხვა მაქვს — სად მოგწეროთ?
თუ დახმარება გჭირდება, მოგვწერე ჩვენს Facebook გვერდზე: Moemzade.ge Facebook გვერდი.
ვერ იპოვე პასუხი?
მოგვწერე Facebook გვერდზე და დაგეხმარებით პროფილის დამატებაში, შეცვლაში ან მასწავლებლის მოძებნაში.