Moemzade.ge საჯაროდ აჩვენებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნებაზეც მიღებულია თანხმობა. ეს მოიცავს მასწავლებლის პროფილსა და დამტკიცებულ „ვეძებ მენტორს“ განცხადებაში მითითებული საკონტაქტო პირის სახელს, ტელეფონს და სხვა შევსებულ მონაცემებს.
თუ სწავლის მსურველი არასრულწლოვანია, განცხადებაში უნდა მიეთითოს მშობლის ან მეურვის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. არასრულწლოვნის პირადი ტელეფონის ან ელფოსტის გამოქვეყნება დაუშვებელია.
ვიზიტორების დასათვლელად ბრაუზერში ინახება შემთხვევითი first-party კოდი. ბაზაში ხვდება მხოლოდ მისი HMAC hash; სრული IP, სახელი ან ელფოსტა ვიზიტორთა სტატისტიკისთვის არ ინახება.
კომენტარის გაგზავნისას ინახება ავტორის მიერ მითითებული სახელი, შეფასება, ტექსტი და ანონიმური ბრაუზერის hash. კომენტარი საჯარო ხდება მხოლოდ ადმინისტრატორის დამტკიცების შემდეგ.
მონაცემები გამოიყენება კატალოგის, matching-ის, მოდერაციის, სტატისტიკისა და უსაფრთხო backup-ისთვის. წაშლის ან შესწორების მოთხოვნა შესაძლებელია საიტის ოფიციალური საკონტაქტო არხით.