← Back

სასკოლო საგნები

სოფო ნადირაძე

დაწყებითი კლასები

In person
About

მე ვარ სოფო ნადირაძე განათლების მაგისტრი, დაწყებითი კლასების სერტიფიცირებული პედაგოგი.
ჩემი პროფესია ჩემთვის მხოლოდ სამსახური არ არის -ეს არის ყოველდღიური მოგზაურობა ბავშვების სამყაროში, სადაც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური გზა სჭირდება განვითარებისთვის. სწორედ ამ იდეით შეიქმნა ჩემი საგანმანათლებლო პლატფორმა „ სოფო მასწავლებელთან ერთად ცოდნის გზაზე“, რომელიც მიზნად ისახავს სწავლის პროცესი გახადოს საინტერესო, სახალისო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ჩემი მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში, სადაც აქტიურად ვმუშაობ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან ასისტენტის პოზიციაზე და პარალელურად, ვამზადებ დაწყებითი საფეხურის ბავშვებს ყველა ძირითად საგანში. ჩემი საავტორო საზაფხულო სკოლის ფარგლებში ვგეგმავ და ვახორციელებ სპეციალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც მოსწავლეები ინტერაქციული მეთოდებით, სტრესის გარეშე აძლიერებენ განვლილ მასალას. სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის თავად ვქმნი მრავალფეროვან, ინდივიდუალურად ადაპტირებულ რესურსებს — ტესტებს ქართულ ენაში, ლოგიკურ თამაშებსა და სახალისო სავარჯიშოებს, რაც სწავლას საინტერესო თავგადასავლად აქცევს.

Comments

Comments

One browser can leave one comment per teacher; submitting again updates the existing comment.