← Back

სასკოლო საგნები

თეონა ვეკუა

ქართული ენა და ლიტერატურა

In person
About

თუ თქვენს შვილს წინა სასწავლო წელს ჰქონდა სირთულეები კითხვისა და წერის მიმართულებით, ან უბრალოდ გსურთ, რომ მეტი ინტერესით დაუახლოვდეს წიგნებს, წარმოსახვასა და შემოქმედებით აზროვნებას, ჩემი საგანმანათლებლო შეხვედრები სწორედ ამისთვის შეიქმნა. გაკვეთილები გათვლილია როგორც იმ მოსწავლეებზე, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება წაკითხულის გააზრებაში, სწორ წერასა და აზრის გადმოცემაში, ასევე იმ ბავშვებზე, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მხატვრული ლიტერატურის სამყაროსთან დაახლოების, წიგნების სიყვარულისა და კრეატიული უნარების განვითარებისკენ.
რას ისწავლის ბავშვი?
— კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას
— წაკითხულის გააზრებასა და ანალიზს
— აზრის გამართულად წერასა და გადმოცემას
— ლექსიკური მარაგის გამდიდრებას
— შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას
— წიგნებთან მეგობრობას.
შეხვედრები იქნება თბილი, თავისუფალი და ბავშვებზე მორგებული გარემოში, სადაც სწავლა არ იქნება მხოლოდ ვალდებულება ის გადაიქცევა აღმოჩენად, ფანტაზიად და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენად. ბავშვი არა მხოლოდ დაეწევა პროგრამას, არამედ აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებსაც.

Comments

Comments

One browser can leave one comment per teacher; submitting again updates the existing comment.