← Назад

უცხო ენები

მირანდა ვეფხვაძე

ინგლისური

Очно
Описание

ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე(ინგლისურენოვან პროგრამაზე). ვარ დამამთავრებელი (მეოთხე) კურსის სტუდენტი. მაქვს ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება როგორც ბავშვებთან ასევე მოზარდებთან. მოსწავლეებს ვამზადებ პირველივე კურსიდან. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად ასევე მცირე ჯგუფებთან. სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლის ასაკს, შესაძლებლობებს, და საჭიროებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საუბრის, ლექსიკის, და გრამატიკის განვითარებას. ჩემი მთავარი მიზანია მოსწავლეებმა ენა გამოიყენონ პრაქტიკულად და იყვნენ თავდაჯერებულები, ამის შედეგად მათ უმჯობესდებათ კომუნიკაციის უნარი და აკადემიური მოსწრებაც.

Комментарии

Комментарии

Один браузер может оставить один комментарий преподавателю; повторная отправка обновляет его.