გამარჯობა, მე ვარ მარიამ მესხიშვილი — უფროსი მასწავლებელი, 7-წლიანი გამოცდილებით აბიტურიენტების მომზადებაში. ვარ 27 წლის, გავლილი მაქვს მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კურსები, რაც მეხმარება მოსწავლეებთან უშუალო და მეგობრულ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
ჩემი მიდგომა განსხვავებულია:
ინოვაციური მასალები: სწავლებისას არ ვიყენებ წიგნებს, მასალას გადავცემ ჩემივე შედგენილი კონსპექტებით, ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე.
მინიმალური დატვირთვა სახლში: მთელ საგამოცდო მასალასა და დავალებებს საფუძვლიანად ვამუშავებთ გაკვეთილზე, ასე რომ, სახლში წასაღები სამუშაო ფაქტობრივად არ გექნებათ!
4-მაგი შედეგი: 11-12 კლასის მთელ პროგრამას წლის განმავლობაში 4-ჯერ გადავმეორებთ.
საგამოცდო უნარები: განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რუკებს, წყაროებს, კარიკატურებსა და მოვლენების ანალიზს — ანუ ყველაფერს, რაც ეროვნულ გამოცდაზე მაღალი ქულის მისაღებადაა საჭირო.
გრაფიკი: კვირაში 3 დღე (თითო შეხვედრა 3-დან 4 საათამდე).
📍 მისამართი: წმინდა ბარბარეს უბანი.
ჩემს გაკვეთილებზე დაგხვდებათ მშვიდი, პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული გარემო. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით დასახული მიზნის მიღწევაში!
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით ნომერზე: 557960240
← Назад
სასკოლო საგნები
მარიამ მესხიშვილო
ისტორია
Очно
Подобранные профили
Все →Похожие преподаватели
Профили из того же региона и направления.

Комментарии